LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეჯელავა : კარგი იქნებოდა, საუკეთესო მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინვერსიები

55

ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, არსებობდეს კარგი მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინვერსიები.
„დისტანციური, ელექტრონული სწავლებები, თუ ბევრი სხვა ინსტრუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი ან ცუდი მასწავლებელი, კარგი ან ცუდი სკოლა აღარ იყოს და ეს იყოს ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ბავშვს და ბევრ ზრდასრულსაც არ აწყენდა სკოლისდრონდელი ამბების გახსენება საჭიროებისამებრ. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები იძლევა იმ შედეგების გამრავლების საშუალებას, რაც ჩვენ გვაქვს. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინვერსიაში, არსებობდეს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები