LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ ვარსკვლავობა, მერე ქვეყნის მართვა – ბათუმელი „კუპატა“ პრემიერად წარადგინეს

267
varskvlavi

პრემიერობა რომ ბევრს უნდა, ეს უკვე ძველი ამბავია. მსურველი ბევრი აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ არჩევნებია მოსაგები. მანამდე კი მინიმუმ კორონავირუსი უნდა დავამარცხოთ, რომ არჩევნების ჩატარება საფრთხის წინაში არ დადგეს.

პრემიერობის მსურველთა რიცხვში არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც, რომელიც კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა.

მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როდესაც ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას – სააკაშვილი

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ პოზიციაზე დასახელდა.

ამბობენ, ამ თანამდებობაზე პრეტენზიას განაცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. არჩევნებამდე კიდევ ბევრ მსურველს ვიხილავთ. მანამდე კი კიდევ ერთი უალტერნატივო კანდიდატურა დაასახელა ანა დოლიძემ.

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერის განცხადებით, პრემიერობის ღირსეულ კანდიდატად “კუპატას” წარადგენს.

„მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში. 

 

ძაღლს, რომელიც ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა, ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)

ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს – რას გულისხმობს “კუპატას პროგრამა“

https://www.facebook.com/Drannadolidze/photos/a.180536339372577/779973906095481/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g