LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როდესაც ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას – სააკაშვილი

122
Capture-5f566e0a8cc5f

“მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როდესაც ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, მე თავის დროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას”,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ის მზად არის იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორც ამბობს, ის ამ თანამდებობის დაკავებას მხოლოდ ორი წლით აპირებს.

მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. ნამდვილად არ მენატრება და მინდა, გითხრათ რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები