LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესიკა ალბას კომპანია მოტყუებულ კლიენტებს ფულს გადაუხდის

562

ჰოლივუდის მსახიობის ჯესიკა ალბას კოსმეტიკური კომპანია „Honest Company“ სიცრუეში დაადანაშაულეს, ამის გამო კლიენტისთვის მას საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის პროდუქციაში ქიმიური ნივთიერების არსებობა დაამტკიცა, რაც შემადგენლობაში მითითებული არ იყო. კომპანია ირწმუნებოდა, რომ მათ ჭურჭლისა და სარეცხის საშუალებებში არ იყო ალერგიის გამომწვევი ნატრიუმის ლაურილსულფატი.

კომპანია ამ დრომდე უარყოფს ბრალდებას, თუმცა მზად არის ფული გადაიხადოს, რათა საქმე სასამართლომდე არ მივიდეს.

„ჩვენ უარვყოფთ გავრცელებულ ბრალდებას, თუმცა მზად ვართ გადავიხადოთ თანხა, რადგან მოსალოდნელი სასამართლო პროცესები ხანგრძლივი და გაცილებით ძვირადღირებული იქნება, ამიტომ ვუფრთხილდებით კომპანიის ფინანსებს. უსაფრთხო პროდუქციით პასუხს ვაგებთ ჩვენი კლიენტის წინაშე“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები