LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიმ რიში: თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს

69
1616533129-ჯიმ-რიში

თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა.

„ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.

როგორც სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, მედიაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას დიდი დრო ეთმობა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები