LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი” – გაბუნიას მორიგი სკანდალური მონოლოგი (ვიდეო)

1106
sef

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მონოლოგში საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

“შემეცოდა პატრიარქი…საშინლად დიდი და ყრუ სიცარიელე ვიგრძენი” – გიორგი გაბუნია (ვიდეო)

წამყვანი წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ტაძარში, სასულიერო პირთან გადახდენილ ისტორიას იხსენებს. გიორგი გაბუნიას თქმით, მღვდელი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

ისტორიის მოსაყოლად წამყვანმა ,,მთავარი არხის” ფეისბუქგვერდზე ლაივი ჩართო. როგორც მან აღნიშნა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მხილებამ გამოწვევის ფორმა მიიღო, რადგან ბევრი სასულიერო პირი ალაპარაკდა, ამიტომ გადაწყვიტა თავადაც ესაუბრა ამ ამბავზე.

 

,,შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეს შემიძლია ვთქვა. პირველად ვარ ეკლესიაში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში, ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი და მეუბნება, მოდი მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. მე რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც. დაიწყო მოყოლა, აქ ეს გამოსახულება და მივუყვებით კედლებს.

მათვალიერებინებს ყველაფერს და ცოტა ხანი, რომ გავიდა, ვიგრძენი აშკარა შეხება, აი, ვიოლინოსავით ჩამისვა. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში ჩემი ერთი ადგილი.

სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუეობოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან ტაძრის საკურთხეველში“, – თქვა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში.

ამ მონოლოგის შემდეგ, გაბუნიამ სასულიერო პირებს მიმართა.

“მაპატიეთ, მამაოებო და მეუფეებო, მაგრამ სხვის საცვლებში ყურებას არ გირჩევნიათ თქვენი კაბების ქვეშ შეიხედოთ რა ხდება? ყოველდღე, რომ ახალ-ახალ ამბებს ვიგებთ სასულიერო პირების ჰომოსექსუალური პრაქტიკის შესახებ. თქვენივე ეკლესიის და მრევლის წარმომავლობის მთლად ეკლესიის მამათმავალს აცხადებენ მამამთავრად, თქვენ კიდე ამ დროს ეკრანზე მსახიობებს დასდევთ.

მიხედეთ თქვენს საქმეებს, თქვენთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ცოტა ნამდვილად არ გაქვთ. იქადაგეთ რაც გინდათ და როგორც გინდათ ეკლესიებში, თქვენ ხომ ტაძრებში არავინ გივარდებათ და ტაძრისკენ მისასვლელ გზას არავინ გიღობავთ.

ამიტომ, თქვენს მეგობარ ნაცისტებთან და ფაშისტებთან ერთად ნუ ჩაუხერგავთ ადამიანებს კინოთეატრებისკენ, რომელიმე მოედნისკენ მისასვლელ გზას. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ, თორემ ლაპარაკს და ლოცვას ვერავინ აგიკრძალავთ, ისევე, როგორც თქვენც ვერ აგვიკრძალავთ იმის თქმას, რასაც ვფიქრობთ.

თუმცა, ბოლო დროს საკუთარ თავზე სალაპრაკოც და სალოცავიც უფრო მეტი გაქვთ, ვიდრე სხვებზე”, — განაცხადა წამყვანმა.

“ბევრ მღვდელთან და ბერთან შედარებით, ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, შეგიძლიათ მეუფეც დამიძახოთ…” – გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

გაბუნიას მონოლოგს ,,მთავარ აქცენტებში” პეტრე ცაავა გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები