ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მონოლოგში საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს, სინოდის სხდომას და მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებებს შეეხო და აღნიშნა, რომ პატრიარქთან დაპირისპირების ეს ფორმა მისთვის მიუღებელია.

„რაც უფრო დიდხანს ვუსმენდი პატრიარქზე თავდასხმებს, მით უფრო მეტხანს ვხვდებოდი ერთ რამეს, რომ შემეცოდა პატრიარქი. ილია მეორე ვიცი სუსტად გამოიყურება, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ

ის არ არის ერთი უსუსური მოხუცი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს. პატრიარქობასთან ერთად ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ასე მარტივად არავის დააჩაგვრინებს თავს. კიდევ უფრო მეტად ჩვენი საკუთარი თავი შეგვეცოდა.

ამ დღის ბოლოს შიგნით, რაღაც საშინლად დიდი და ყრუ სიცარიელე ვიგრძენი. არა იმიტომ, რომ პატრიარქს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულად დიდი ადგილი ეჭირა.

მასთან მიმსახურია კიდეც, როგორც სტიქაროსანს, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი. არც მეუფე პეტრეს ბრალდებები იყო მოულოდნელი, რადგან ასეთი ჭორები ადრეც მქონდა გაგონილი. არც ის გამკვირვებია, რომ შესაძლოა სამღვდელოებაში ჰომოსექსუალები იყვნენ, რა თქმა უნდა, არიან, ისევე როგორც საერო პირებში. მივხვდი, რომ რაღაც უფრო დიდი მაწუხებდა.

წლებთან ერთად ყველა გმირს ვკარგავთ, ან ჩვენივე ხელით ვანადგურებთ, აღარ გვრჩება არაფერი წმინდა და მუდმივი“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი – შემეცოდა პატრიარქი…

გიორგი გაბუნიას მონოლოგი – "შემეცოდა პატრიარქი… წლებთან ერთად ჩვენ, უბრალოდ, ყველა გმირს ვკარგავთ… ან ვკარგავთ, ან ჩვენივე ხელით ვანადგურებთ. აღარ გვრჩება არავინ და არაფერი წმინდა და მუდმივი"

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 03 ნოემბერი, 2019

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05