LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის სკანდალური განქორწინების გამო ლილი როუზი ავადმყოფურად გახდა

302

17 წლის მოდელი ლილი როუზ დეპი საზოგადოებას არანორმალური სიგამხდრით აშინებს. ჯონი  დეპის ქალიშვილი არასოდეს ყოფილა მსუქანი, გოგონა ძალიან ჰგავს სხეულის ფორმებით დედას, ვანესა პარადის, თუმცა ბოლო პერიოდში მისი წონა კატასტროფულად იკლებს.

რამდენიმე დღის წინ პაპარაცები მას დასავლეთ ჰოლივუდის ქუჩებში წააწყდნენ და მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

დასავლური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ლილი როუზზე მამის სკანდალურმა განქორწინებამ იმოქმედა, ანორექსიის პროვოცირებას ძლიერი სტრესი ხშირად იწვევს. გოგონასა და დედამისს ჯონი დეპის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებათ და მის დაცვას ცდილობენ.

„მამა ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ის ყოველთვის საუკეთესო მამა იყო ჩემთვის და უმცროსი ძმისთვის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას იცნობს, ჩემს ნათქვამს დაადასტურებს,“ – დაწერა ლილი როუზმა „ტვიტერზე“.

360f2dc900000578-0-image-m-1121467956160288

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები