LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია წითელია: ჰოლივუდის ვარსკვლავმა მანჩესტერს უქომაგა

67

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ ერთმანეთს (ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა). სან ფრანცისკოში გამართულ შეხვედრას საპატიო სტუმარი ჰყავდა – ინგლისური გუნდის მხარდასაჭერად მივიდა მისი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი, ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი.

ჰოლივუდელმა „ლამაზმანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურში გადაიღო ფოტო, რითაც „წითელმა ეშმაკებმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაიტრაბახეს.

„მანჩესტერისა“ და „რეალის“ მატჩის კიდევ ერთი უცნაური სტუმარი იყო რონალდ მაკდონალდი, რომელმაც, მსაჯებთან ერთად, მოედანზე გაიყვანა გუნდები და ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი.
რონალდ მაკდონალდი – საქვეყნოს ცნობილი სარესტორნო ქსელის თილისმაა.

 

ფილმ “ლამაზმანის“ გმირის თანდასწრებით „რეალის“ ფეხბურთელებს პენალტების შესრულება დაავიწყდათ და 1:2 წააგეს. მადრიდელებმა 4 პენალტი გააფუჭეს.
სხვათა შორის, აპრილში ჯულია „რეალის“ ელ კლასიკოს დაესწრო (მაშინ ბარსამ 3:2 მოიგო) და თამაშის შემდეგ სერხიო რამოსი შეაქო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები