LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაბა ოქროსფერი წვიმის ეფექტით – მონაკოს პრინცესა ბეატრისი „დიორის“ ჩვენებაზე

382
monaconews45

2021 წლის გაზაფხულზე „დიორის“ მოდის სახლმა ახალი მოდის ელჩი, ბეატრის ბორომეო კაზირაგი წარადგინა. გრეის კელის შვილიშვილის, პიერ კაზირაგის მეუღლე დღეს ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან პერსონად ითვლება.

ამბასადორის სტატუსით პრინცესა ბეატრისი ათენში „დიორის“ მოდის სახლის ჩვენებას დაესწრო. ღონისძიებაზე ბეატრისი მეუღლესთან ერთად მივიდა. ის „დიორის“ ოქროსფერი წვიმების ეფექტით გაფორმებულ კაბაში იყო წარმოდგენილი, რომელიც ბერძნულ მოტივებზე იყო შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები