„მე არ ვარ კაბინეტის ადამიანი. კაბინეტი რომ საერთოდ არ მაქვს იცით?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პრემიერს ხალთან უნდა ჰქონდეს კონტაქტი და თავად რომ იყოს ამ პოზიციაზე, სამუშაოდ ღია სივრცე ექნებოდა.
“პრემიერ-მინისტრს პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც უჭირს, უნდა უსმენდეს უმუშევრებს, უნდა ფიქრობდეს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, უნდა ფიქრობდეს პენსიონერების იმ მძიმე ყოფაზე, რაც სესხების პროცენტით უღელად დაადეს ისედაც მცირე პენსიის პირობებში, პრემიერ-მინისტრი უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან. ახალგაზრდებთან ვიყავი გუშინ წინ, მშობლები უცხოეთში არიან, ბავშვები იზრდებიან და აქ სამუშაო ადგილს ვერ შოულობენ, ოჯახები დანგრეულია. ამათ ვითარებაში მცნება- ოჯახი აღარ არსებობს. პირდაპირ გეტყვით, კაბინეტები კი არ მექნება, მე ვიქნები გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დატოვეს.
გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა ახალი გაერთიანება წარადგინეს.
