LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაბუ“ საფრანგეთის ციხიდან გამოუშვეს

1091
კაბუ-1

„კაბუ“ თავისუფალია – მსახიობი კახა აბუაშვილი საფ­რან­გეთ­ში ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით იყო დაკავებული, რომელიც პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. როგორც კაბუს დედა ცირა ნავცროზაშვილი ამბობს, ეს ინფორმაციას მისი მეგობრისგან აქვს, თუმცა ამ დრომდე თავად „კაბუსთან“ არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, “კაბუ” ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში გასული წლის 18 აპრილს დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში აბუაშვილთან ერთად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს, კერძოდ, 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ბინებსა და მაღაზიებს ქურდავდნენ , მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ და ფულს ათეთრებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები