კაცი, რომელიც დღეს ბათუმში ნარკოლოგიურ ცენტრთან დაჭრეს კლინიკაში გარდაიცვალა.
დაჭრის ფაქტი რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნარკოლოგიურ ცენტრში შედიოდა, როცა ნიღბიანი კაცი თავს დაესხა და რამდენჯერმე ესროლა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.