თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავს ეხმიანება და უკრაინელ ერს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას უსურვებს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, ის რაც უკრაინაში ხდება, უმძიმესია:
„დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი.
მათ ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას ვუსურვებ. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე: