„იმედის“ დილის შოუს წამყვანი, მსახიობი კახა კინწურაშვილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს და წერს:
„არც ღირსება, არც გონიერება, არც დიპლომატია და არც მომავლის რწმენა არ ამოძრავებს ჩვენს მთავრობას. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ფული და გავლენა. ახალმა თუ ძველმა ოპოზიციამ იმდენჯერ გატეხა სიტყვა, იმდენჯერ დაარღვია პირობა, რომ ჩემთვის მათ მიმართ ნდობა აღარ არსებობს, მაგრამ მთავარი სხვა რამეა. დღეს უკრაინა ცეცხლშია და ამ ცეცხლში იბადება თავისუფლება. იქიდან წამოსულ ჰაერს ყველა ქართველი სუნთქავს. ბოლო ოთხი დღეა, საქართველო შეიცვალა და შიშთან ერთად მომავალი ჩანს…“