LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავას მეუღლე მძიმე დღეებს იხსენებს: “ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს…”

655
BeFunky-collage (4)

პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ეროვნებით რუსი მეუღლე ჰყავს, რომელსაც ქმრის გვარი აქვს აღებული.

კახა და ლიზა კუჭავები ერთდ 14 წელია არიან, აქედან 13 წელი – ქორწინებაში. ლიზა ტურისტული სააგენტოს მფლობელია, რომელიც საქართველოს მასშტაბით საავტორო ტურებს მართავს და საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“.

რამდენიმე დღის წინ მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კოვიდინფიცირების საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მიმდევრებს.

“ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს… ივლისის ბოლოს „ფაიზერის“ პირველი დოზა გავიკეთე, ერთი კვირის შემდეგ კი კორონავირუსი შემხვდა. მაღალი ტემპერატურა, ხველა და საშინელი სისუსტე. ჩემ შემდეგ ელენა და ანუშკაც ავად გახდნენ.

ნიკა კი ერთადერთი იყო ჩვენი ოჯახიდან, რომელსაც ვირუსი არ გადაედო. ვაქცინაციის წყალობით, ყველაფერი მარტივად გადავიტანე. თბილისში რომ დავბრუნდები, მეორე დოზასაც აუცილებლად გავიკეთებ. მეგობრებო, კოვიდი ძალიან ცუდი რამაა, ანადგურებს მთელ ორგანიზმს… მე ჯერ კიდევ საშინელი სისუტე მაქვს და ვგრძობ, რამხელა დარტყმა მიადგა ჩემს ჯანმრთელობას.

ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელმაც ასევე გადაიტანა კორონავირუსი, მომწერა, რომ ეს საშინელი დაავადებაა, თუმცა ერთი კარგი თვისება აქვს, მისი გადატანის შემდეგ თითქოს თავიდან იბადები და ეს მართლაც ასეა…

მნიშვნელოვანია დავინახოთ სიკეთე ყველაფერში, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ეძებეთ პოზიტივი ყველაფერში…

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს”,- წერს ლიზა კუჭავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g