LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მანქანაეე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის ღონისძიებაა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამავდროულად დაიცავენ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები