ძლიერმა ქარმა კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა. წაქცეულია ხეები და გზებზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ძირითადად ხის ტოტებია მოტეხილი, ხოლო დაშავებული არავინ არ არის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოგლეჯილმა ხეებმა ლაგოდეხისკენ მიმავალი უღელტეხილის ჩახერგვაც გამოიწვია, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ნაძვის ხეები წააქცია. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.