LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება 8 ათასი ტონის ფარგლებშია

137
70318517-2286515591660098-694249457302110208-n

16 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. კერძოდ, გადამუშავებულია 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში სხვადასხვა საწარმოებში ყურძენი უკვე 6 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება კვლავ 8 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები