LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძე 84 წლის გახდა!..

2118
kaxi-kavsadze-84

პოპულარული ქართველი მსახიობი, დღეს, 5 ივნისს, 84 წლის გახდა. კახი კავსაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია რუსთაველის თეატრს უკავშირდება, რომელსაც ბოლომდე უერთგულა. კახი კავსაძე მაყურებლისთვის სხვა მხრივაც არის საყვარელი პერსონა – ცნობილია მისი დიდი სიყვარული მეუღლის, ბელა მირიანაშვილის მიმართ. წყვილის სიყვარულის ამბავი ლეგენდად იქცა, რომელზეც მსახიობი იშვიათად, მაგრამ ძალიან დიდი გრძნობითა და ემოციებით საუბრობს.

„რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი“, აღნიშნა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კახი კავსაძემ დღეს უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ქალაქის მერისგან, კახი კალაძისგან.

„ფორტუნას“ ჰოლდინგი სიამოვნებით უერთდება მილოცვებს და ყველასთვის საყვარელ მსახიობს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები