LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხვდა დავით ხახიძის შვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაჩის როლზე და რას ეუბნებოდა კახი კავსაძე სცენაზე ერთად გამოსვლისას: „დაჩი რაღაც მომენტებში ჩემს თავს მივამსგავსე…“

711
368066244_858579569187394_4412383556318059221_n

მსახიობ დავით ხახიძის შვილი, გივიკო ამჟამად სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებია“ დაკავებული, თუმცა სამსახიობო მონაცემები ბავშვობიდან აღმოაჩნდა და სცენაზე კახი კავსაძესაც კი უწევდა პარტნიორობას.

ის ჟურნალ „გზას“ თავისი საინტერესო გამოცდილების შესახებ ესაუბრება:

„მახსოვს, ბავშვობაში, როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მამა „პაკლონზე“ გამოდიოდა. ხალხი ტაშს უკრავდა. მამაჩემით ყოველთვის ვამაყობდი. ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როდესაც იმ მსახიობებს გავიცნობდი, ვინც ძალიან მიყვარდა..

 

კახი კავსაძესთან პირველ შეხვედრას როგორ გაიხსენებ?

ბატონი კახის გვერდით სცენაზე გამოსვლა რამდენად დიდი პატივია, ამას მაშინაც ვხვდებოდი და ვაცნობიერებდი. ის მოგვიანებით გავიცანი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე. ბატონი კახი ყოველთვის გვიყვებოდა ამბებს საკუუთარი წარსულიდან, ყველა სპექტაკლის წინ მეხუმრებოდა, აბა, გივიკო, ტექსტი შემახსენეო. სულ მამხნევებდა..

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობოზე ჩაბარებას არ ფიქრობ, მაინც აქტიურობ ამ სფეროში. კასტინგის გზით მოხვდი „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. 

შინ ვბრუნდებოდი ვარჯიშიდან, როცა მეგობრები შემხვდნენ და იქვე ეზოში ჩამოვსხედით ამ დროს დამირეკეს, გივიკო, როლზე დაგამტკიცესო. იმ წუთში ლაპარაკის დროს ემოცია ვერ გამოვხატე, ტელეფონი გავთიშე და დავიყვირე…

შენი პერსონაჟი სათამაშოდ რამდენად საინტერესო ტიპაჟია?

ეს ბიჭი რაღაც მომენტებში ჩემს თავს მივამსგავსე. დაჩი თავისი ოჯახისგან განსხვავებული ადამიანია. მშვიდი ბიჭია. მისთვის პარლამენტარის შვილობა პრივილეგია არ არის სცენარი რომ გადმოგზავნეს და გავიგე, მდიდარი პარლამენტარის შვილის როლი უნდა მეთამაშა, გავიფიქრე, ალბათ ეს ბიჭი ამაყი იქნება, ალბათ ადამიანებსაც ზემოდან უყურებს-მეთქი. სინამდვილეში კი სხვაგვარად აღმოჩნდა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები