„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ინტერესი, ეროვნული ინტერესი და პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესი გაატაროს, დაიცვას მშვიდობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
Edison Research: მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია
კახა კალაძე ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ეხმიანება და ამბობს, რომ „ეს არის ვიღაცის კაბინეტში, ვიღაცის დავალებით დაწერილი ე.წ. კვლევები“. მისივე თქმით, „ეს არის მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე მოხდეს მანიპულირება“.
„კვლევებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს. რატომ ვარ ასეთი დამოკიდებულებით? 2012 წლამდე და იქიდან მოყოლებული, ყოველთვის ხდება მიზანმიმართული გაყალბება აღნიშნული კვლევების, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით, მათი ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით ხდება.
მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მოხდენა, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით, ქვეყანაში რა ხდება, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს.
ეს არჩევნებზე გამოიკვეთება ყველაზე კარგად და 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის გამარჯვებული პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. ხალხი რეალურად ხედავს და აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Edison Research: საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე