LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე 31%-ს მოსწონს – NDI-ის კვლევაში პრეზიდენტი და მთავრობა მოსახლეობის ნდობით ვერ დაიკვეხნიან

83
62137254-4161713827179429-6308606727830896640-o

გასული წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქის მერს მეტი ნდობა აქვს, ვიდრე ქვეყნის პირველ პირს ან მთავრობის სხვა წევრებს. დღეს გამოქვეყნებული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 31 პროცენტი დედაქალაქის მერის, კახი კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 32 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 16 პროცენტი ცუდად. კალაძის შესახებ გამოკითხვა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა და შეკითხვების დასმა, პირდაპირი ინტერვიუს წესით განხორციელდა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, რეიტინგში კალაძეს მოსდევს საქართველოს პრემიერ მინისტრი. გამოკითხულთა 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას საქმიანობა მოსაწონია, 32% აღნიშნავს, რომ მისის საქმიანობა შეიძლება შეფასდეს საშუალოდ, ხოლო 24 პროცენტი მას უარყოფითად აფასებს.

საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობის მეტი ნდობა აქვს, ვიდრე პრეზიდენტს. კვლევის მიხედვით,  არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 12 პროცენტი აფასებს დადებითად, 30 პროცენტი საშუალოდ, ხოლო 25 პროცენტი ცუდად.

საქართველოში დემოკრატია არ არის, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არის კარგი. 31 პროცენტი მას საშუალოდ და  34 პროცენტი ცუდად აფასებს.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის  ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.  კვლევის  საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიში – რა გადაუჭრელი პრობლემები აქვს საქართველოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g