LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დემოკრატია არ არის, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

201
download

მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაცია კიდევ ერთ კვლევას აქვეყნებს საქართველოს შესახებ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ არის, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ არ არის, ხოლო 8 პროცენტმა არ იცის. ორგანიზაციის მიერ საქართველოში აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში. წარმომადგენლობითი შერჩევა 2 180 მოქალაქის პირისპირ ინტერვიუს პრინციპით მოხდა.

Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიში – რა გადაუჭრელი პრობლემები აქვს საქართველოს

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო ქვეყნის განვითარების მიხედვით არასწორი მიმართულებით ვითარდება. აღნიშნულ საკითხზე გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24 პროცენტის აზრით, არ იცვლება.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებულ რეგიონებს – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები