LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალაძე დაგვიბრუნე ეზო” – ვარკეთილში პარტიზანულად აგებული ბაღი აიღეს

136
20171119-133620

“ანას ბაღის” მიმდებარედ, 22 თებერვალს, ღამით ადგილობრივებმა პარტიზანულად გააშენეს სკვერი. მათი თქმით, ეს “ანას ბაღის” ერთგვარი ალტერნატივა უნდა ყოფილიყო. ადგილობრივები ფიქროდნენ, რომ ამ გზით შეძლებდნენ “ანას ბაღის” დაცვას, რადგან ბაღში სამშენებლო ტექნიკის შეყვანა შეუძლებელი გახდებოდა. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ აქტივისტი ნატა ფერაძე და გიგა მაქარაშვილი. აქტივისტებსა და ადგილობრივებს პარტიზანული სკვერის მოსაწყობად სულ სამი საათი და 3 000 ლარი დასჭირდათ.

პარტიზანულად მოწყობილი პარკი დღეს დილას, მშენებელი კომპანიის დაქირავებულმა მუშებმა და დაცვის თანამშრომლებმა დაშალეს. ამოთხარეს ნერგები, გადაიტანეს საქანელა, სკამი და მაგიდა, რომლებიც ადგილობრივებმა პარკის მოსაწყობად მიიტანეს.

“ანას ბაღის” ცენტრალური შესასვლელი აქ მიმდინარე მშენებლობის გამო ჩახერგილია. ადგილზე გაკეთებულია წარწერები: “კალაძე დაგვიბრუნე ეზო”, “ანას ბაღი ჩვენია”.

ბრძოლა "ანას ბაღისთვის" კალაძისთვის "თითიდან გამოწოვილი" თემაა

„მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა" - კახი კალაძე.

შეგახსენებთ, ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, “ანას ბაღის” დასაცავად მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებისთვის აღნიშნულ ბაღს, სიმბოლური დატვირთვაც აქვს. სკვერს ეს სახელი მას შემდეგ დაარქვეს, რაც ერთ-ერთ მეზობლის შვილიშვილი, ანა, ტრაგიკულად დაიღუპა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მოზარდი თავადაც უვლიდა ამ სკვერს, მისი დაღუპვის შემდეგ კი გადაწყვიტეს სკვერი ნებისმიერ ფასად დაეცვათ.

უკვე სამი წელია მოსახლოება სკვერს მშენებლობისგან იცავს.

როგორც ვარკეთილის მოსახლეობა ყვება, სკვერის მომიჯნავე ტერიტორიაზე 2018 წელს მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი ბეტონის შუაში მოექცევა და აუცილებლად განადგურდება.

“ანას ბაღის” დამცველებმა სამშენებლო კომპანიას პროკურატურაში უჩივლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები