LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა

135
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი, რაზედაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. აღნიშნული კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, პრაქტიკულად მთლიანად იყო ფარსი. მიმართული იყო საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა ყველაფერი, რაზედაც ხელისუფლება ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებული კამპანიის შესახებ საუბრობდა.

მაჭარაშვილი: „მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა – თუ ვინმე პატიმარ სააკაშვილს აწამებს, მისი ოჯახის წევრები არიან, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“

მისივე თქმით, ცუდია, რომ ამაში ჩართული იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები.

„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან ჩნდება რაღაც სიბინძურე, რომ გადაფარონ“ – გიული ალასანია

„მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის ციხეში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან“

„რაც ამ ინფორმაციაში ეწერა, ბევრ კითხვას ბადებს. მე გამიჭირდება იმის ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებსა და იმ სიბინძურეში, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ხალხსაც ბევრი კითხვა უჩნდება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს გააკეთებს.

ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა კითხვები, რა ხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღეს, ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ „კვდებოდა“ სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ ამის უკან.

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერი: „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი.. ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც“

„ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა.. 5 თვით ადრე ჩამოვედი – ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი“ – სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g