LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „მიშამ თხარა, თხარა და FARA გამოთხარა – თუ ვინმე პატიმარ სააკაშვილს აწამებს, მისი ოჯახის წევრები არიან, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“

140
Untitled design

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.

პაპუაშვილი: „მივმართავ სამარცხვინო კამპანიაში ჩართულ ევროპარლამენტარებს, არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი“

მაჭარაშვილის თქმით, „თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს „ხალხის ძალასაც“ არ ეგონა“.

„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან ჩნდება რაღაც სიბინძურე, რომ გადაფარონ“ – გიული ალასანია

„მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის ციხეში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან“

„მას შემდეგ, რაც ჯერ საქართველოში ჩუმად შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივა მედიდან“ იმდენი სისულელე ჩაიდინა, იმდენი ანტიქართული განცხადებები აკეთა, ხან ქართველობაზე თქვა უნარი, ხან უცხოელებს დააბრალა, რაღაცებს ვიტყვი, თუ აქედან არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას.

ჩვენ, „ხალხის ძალა“ ამდენსაც არ ვამბობდით, თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება მოეფიქრებინა, ეს ჩვენც არ გვეგონა.

მამუკა მდინარაძე: ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები

იმდენს არც ვამბობდით, რაც FARA-ს კონტრაქტშია ჩამოთვლილი. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, „გლობალური ომის პარტია“ არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ, მაგრამ ის, რომ ამის გარდა, იმაშიც გადაიხდიდნენ, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი უნდა დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ და მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ, თურმე ამ ყველაფერში მილიონები ყოფილა გადახდილი.

მანჯგალაძე: „მავნებლობაა იმის გამოცხადება, რომ 600-კაციანი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია თურმე სააკაშვილის ოჯახის კორუფციის შედეგია.. ივანიშვილს მილიონი დაელია? თუ ამის გაკეთება 75 ათასად არის შესაძლებელი, 3 კომპანია იქირაონ“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯო ბაიდენი, ევროპელი ლიდერები იმით უნდა დაკავებულიყვნენ, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას აქ ვინმე აწამებდა. თუ ვინმე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს აწამებს, არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც „წყალ-წყალა“ სუპი შეაქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პრემიერი: „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი.. ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები