LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები

128
მამუკა მდინარაძე 77

მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს.

„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიციირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!

პრემიერი: „საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობს სახელმწიფოს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი.. ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსყიდული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც“

ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!

პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს!

ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

პაპუაშვილი: „მივმართავ სამარცხვინო კამპანიაში ჩართულ ევროპარლამენტარებს, არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი“

„ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან ჩნდება რაღაც სიბინძურე, რომ გადაფარონ“ – გიული ალასანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები