LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის რჩევა ხალხს: გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ

21173
kaladze-avtobusi

დედაქალაქის მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ტაქსის გაძვირება ნორმალურია. კახა კალაძე ფიქრობს, რომ მთავარი ამოცანაა ტაქსის სერვისი იყოს კომფორტული, ავტომობილი კი უსაფრთხო, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ტაქსების გაძვირებას.

“ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პილიტიკა, ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება. ვინც სარგებლობს სერვისით, მისთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა, ახალი მანქანა, იყოს უსაფრთხო ავტომობილი, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება და ეს ნორმალურია,”- განაცხადა დღეს კალაძემ.

იმ მოქალაქეებს, ვისთვისაც გაძვირებული ტარიფი პრობლემაა, თბილისის მერი ურჩევს მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ.

,,თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დარეგულირდეს. ტაქსს ჰყავს თავისი კლიენტი. მთავარი ამოცანა რა არის? ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნა. ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით”, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

“ვრცელდება ტყუილი, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე”

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

გირჩში ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

ნახეთ ამავე თემაზე: კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

“კალაძეს შეიძლება, არ უჭირს, რომ ვაკიდან სოლოლაკაში 20 ლარი გადაიხადოს, მაგრამ სხვა მოქალაქებს ეს არ შეუძლიათ”

 

mazda magti 5g