დეპი-ჰარდის სასამართლო ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა და ამაში დიდი წვლილი მის ადვოკატს, კამილა ვასკესმა მიუძღვის, რომელიც პროცესებზე ზედმეტად მკაცრი და რადიკალური იყო. პროცესის დასრულების შემდეგ, ვასკესი დააწინაურეს კიდეც.
ჯონი დეპის საქმის მოგების შემდეგ, კამილა ვასკესი დააწინაურეს
ვიდეო: „ყურადღებას მოწყურებული სასოწარკვეთილი ქალი“ – კამილა ვასკესმა ემბერ ჰარდს „შეუსრულა“
ახლახან, კი ცნობილი გახდა, რომ კამილა ჯონის კიდევ ერთ საქმეს გაუძღვება. საუბარია 2017 წელს მომხდარ ფაქტზე. დეპს ბრალად გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ედება. ჯონი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან გრეგ ბრუკს ორჯერ, განზრახ ჩაარტყა მუშტი ნეკნებში. ეს მოხდა კრიმინალური დრამის, „სიცრუის ქალაქის“ გადაღებების დროს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს და ყველა ერთხმად ადანაშაულებს ჯონს ძალადობაში.