ლეგალური ემიგრაცია კანადაში, ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ეს ის შანსია, რომელსაც საემიგრაციო იურიდიული კომპანია INNA KOGAN B.A, L,L,B საქართველოს მოქალაქეებს აძლევს. ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში უკვე გაიხსნა და სწორედ ეს წარმომადგენლობა დაგეხმარებათ საკითხში გარკვევასა და კანადაში სამუშაოდ წასვლაში.

როგორც საემიგრაციო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელმა ინნა კოგანიმ TV პირველზე, „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, კანადაში ლეგალური ემიგრაცია შესაძლებელია Express Entry-ის პროგრამით, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული პირები შეძლებენ, კანადაში ლეგალურად იცხოვრონ, დროებითი სამუშაო ნახონ და სურვილის შემთხვევაში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

გვაქვს როგორც სტუდენტური, ასევე სამუშაო პროგრამები. სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ტარდება კონკურსი და სტუდენტის შერჩევა ხდება მათი ინგლისური ენის ცოდნის ხარისხის მიხედვით. რაც შეეხება სამუშაო პროგრამას, 25-დან 40 წლამდე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩართვა”, – აცხადებს კოგანი.

აღსანიშნავია, რომ მთავარ მოთხოვნების შორის, იმისთვის რომ დასაქმდეთ კანადაში არის: ინგლისური ან ფრანგულის ენის ცოდნა, სამუშაო გამოცდილება, ასაკი, უმაღლესი ან პროფესიული განათლება.

დეტალები, თუ როგორ უნდა დასაქმდეთ კანადაში, რა პროცედურები უნდა გაიაროთ და რა მოთხოვნების უნდა აკმაყოფილებდეთ, შეგიძლიათ შემდეგ ფეისბუქ გვერდზე წაიკითხოთ — >  https://www.facebook.com/pg/NewPossiibility/about/?ref=page_internal

Kanada

Posted by ახალი შესაძლებლობა / New Possibility / on სამშაბათი, 26 თებერვალი, 2019

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05