LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადამ სანქციები დაუწესა კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის თინა კანდელაკს

55
BeFunky-collage (7)

კანადამ რუსეთის 34 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომლებიც “რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში” მონაწილეობენ. ამასთან, სანქციები დაუწესდა ტელეკომპანია „ზვეზდა“-ს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.

კანადის მიერ სანქცირებულთა შორისაა წარსულში ქართული ტელევიზიის წამყვანი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე თინა კანდელაკი.

„გაზპრომ-მედია“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინა კანდელაკი სანქცირებულია აშშ-ის მიერაც.

„ცოტა ფრთხილად იყავით თქვენს პროგნოზებსა და პოლიტიკურ განცხადებებში” – თინა კანდელაკი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ეხმიანება

„ახლა, როგორც არასდროს, გვერდში უნდა დავუდგეთ  ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პრეზიდენტს“ – თინა კანდელაკი საყოველთაო მობილიზაციაზე

ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? პასუხი აშკარაა – პუტინი: თინა კანდელაკი

“რუსული რეჟიმის ომი დამოკიდებულია სიცრუეზე და მოტყუებაზე. რუსეთის რეჟიმი აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ბედავენ სიმართლის თქმას.

რამდენადაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები იზრდება, კანადა პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებს იღებს”. – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.