LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

82
კანადა

კანადაში სამართალდამცველებმა დაადგინეს იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც ახალი შოტლანდიის პროვინციის ქალაქ პორტაპიკში ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ბოროტმოქმედი აღმოჩნდა 51 წლის გაბრიელ ვორტმანი. მის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა 23 წლის პოლიციის ოფიცერი, 2 შვილის დედა.

ბოროტმოქმედის დაჭერისა და განეიტრალების ოპერაცია ნახევარი დღე მიმდინარეობდა. საბოლოოდ პოლიციამ ბოროტმოქმედი მოკლა. 

ჯერჯერობით დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.

დანაშაულის ჩადენის მომენტში ბოროტმოქმედს პოლიციელის ფორმა ეცვა, თუმცა გაირკვა, რომ მას სამართალდამცველ ორგანოებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი არც ტერორიზმთან არ არის კავშირში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე მსხვერპლს იცნობდა.

ეს შემთხვევა კანადის ბოლო რამდენიმე ათწლულის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები