გამოცემა The Sun-ის ბრიტანული რედაქცია წერს, რომ ირინა შეიკსა და კანიე უესტს რომანი აქვთ. ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო გამოცემა US gossip-ია, რომელიც ამბავს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დრომდე ცნობილი მუსიკოსისა და სუპერმოდელის რომანის ოფიციალური დასტური არ არსებობს.
შეგახსენებთ, კანიე უესტი ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანს დაშორდა. თავის მხრივ, არაფერია ცნობილი ირინა შეიკის ახალ ურთიერთობებზე.
შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და კანიე უესტი ერთმანეთს 2010 წლიდან იცნობენ. შეიკი მონაწილეობდა უესტის კლიპში Power.