LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში მყოფ 93 წლის ბებოს ლუდი შემოაკლდა და ფანჯარაში პლაკატი გამოფინა

289
200414120004-olive-veronesis-viral-plea-exlarge-169

ამერიკელმა პენსიონერმა, რომელსაც თვითიზოლაციაში უწევს ყოფნა, უცნობი ადამიანებისგან ასობით ქილა ლუდი მიიღო.

93 წლის ოლივ ვერონეზმა ლუდის მარაგის შესავსებად უჩვეულო მეთოდს მიაგნო. პენსიონერმა სახლის ფანჯარაში პლაკატი გამოფინა, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო დატანილი– „მეტი ლუდი მჭირდება!“.

პლაკატს მოხუცის ახლობელმა ფოტო გადაუღო და კადრი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტო მალევე ვირუსული გახდა და 5 მილიონი გაზიარების შემდეგ  მთელ ქვეყანას მოედო. მალევე გამოჩნდა უამრავი ადამიანი, ვინც მზად იყო რომ ოლივს დახმარებოდა და მისთვის ლუდი შეეძინა.

ერთ–ერთი პირველი კი ვინც კადრს გამოეხმაურა მოხუცის საყვარელი ლუდის მწარმოებელი იყო. „ასეთ თხოვნას ჩვენ კორონავირუსამდეც დიდი სიამოვნებით დავაკმაყოფილებდით, ამ მძიმე პერიოდში კი ერთი წამითაც არ გვიფიქრია, მაშინვე საჩუქარი გავამზადეთ“, კომპანიამ იზოლაციაში მყოფ პენსიონერს 10 ყუთი ლუდი უსახსოვრა.

ოლივს საჩუქარი ისე მოეწონა, რომ სიამოვნების გადადება არ ისურვა, ერთი ქილა ლუდი კარებშივე გახსნა და მიირთვა.

„ლუდს ყოველ დღე მივირთმევ, ის ძალიან გემრიელია და თან ბევრი ვიტამინიც აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ზომიერი ოდენობით ლუდი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა“, – განაცხადა ქალბატონმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები