LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა: გაჩნდა ახალი ვალდებულებები

151
FORTUNA.GE (48)

საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, მე-9 დღეს „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინე სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

„საკარანტინე სივრცეები ჩვენთან ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. ქვეყანაში შემოსვლის პირობებში საკარანტინე მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. ვამცირებთ იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის სტუმრებსაც. ამ 8 დღის შემდეგ გაკეთდება „პისიარ“ ტესტი და მე-9 დღეს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საკარანტინე სივრცეებს დატოვებენ. ამის შემდეგ, 12 დღის თავზე კიდევ ერთი „პისიარ“ ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინე დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საკარანტინე პერიოდი, დღევანდელ გადაწყვეტილებამდე, 14-დან 12 დღემდე შემცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g