LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანები დიდი ქორწილისთვის ემზადებიან (ფოტო/ვიდეო)

358

კარდაშიანები არასრული შემადგენლობით ამჯერად კოლორადოში გამოჩნდნენ, სადაც მათი შოუს მორიგი ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს. თოვლიან ამინდში სასრიალოდ გამოვიდნენ კიმ კარდაშიანი ნორტთან ერთად, ქორთნი სკოტ დიზიკისა და შვილების თანხლებით, ქლოე და კენდალი, ასევე კაილი ჯენერი ბოიფრენდთან Tyga-სთან ერთად. ოჯახთან ერთად არ იმყოფებოდა რობ კარდაშიანი, რომელიც კვირის მთავარი გმირია. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რობი მეგობარ გოგონაზე, ბლეკ ჩაინაზე დაინიშნა. ეს განცხადება ჩაინამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ამის მიუხედავად, კარდაშიანების ოჯახს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება კოლორადოს, მთელი ოჯახი ცივი ამინდის შესაბამის სამოსში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები