LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგად შეზარხოშების მერე ქართულ ხვევნა-კოცნას რომ იწყებენ, ამისთვის არის კომენდანტი: იმნაძე

144
Captureუყკყუ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და მიმდინარე რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებები ამჯერად, რადიო თავისუფლების ეთერში გააკეთა.

პაატა იმნაძე კომენდანტის საათსაც შეეხო და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ რჩება ძალაში გადაადგილების შეზღუდვა.

იმნაძის განცხადებით, კომენდანტის საათი იმისთვისაა დაწესებული, რომ თავი ავარიდოთ იმას, ადამიანები “რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა” იწყება სუფრებზე

“ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, რომ დარჩებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე სუფრაზე, აი ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს[კომენდანტის საათი].

რეალობა ეს არის, ესე ვრცელდება ეს დაავადება. დიდი კლასტერების უმრავლესობა სუფრებთან იყო დაკავშირებული.

ჯერჯერობით 22:00 საათის მერე მოქმედებს, მალე, ალბათ, ესეც მოიხსნება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ კვირაში კიდე მოიკლებს ავადობა”- აცხადებს იმნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები