LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე – ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ

139
კასიანოვი

ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ, – ასე უპასუხა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა კითხვას, რომელიც ჟურნალისტებმა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, თუ რატომ ფიქრობს ის ასე და როგორ შეაფასებს იმ კრიტიკას, რომელიც აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მივდივართ“ – ანდრი კასიანოვი უწყებაში მინისტრის პირველ მოადგილეს უახლეს წუთებში შეხვდება

საპასუხოდ კასიანოვმა ჟურნალისტებს მოუწოდა, სრულად და ორიგინალში წაიკითხონ ის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა.

„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ოდიშარია – ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g