LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კედლის ცერცვისთვის შეყრა ჩვენი საყვარელი საქმიანობა არ არის – გაბაშვილი “ვარდების მოედნის” სახელის შეცვლაზე

128

„კედლის ცერცვისთვის შეყრა ჩვენი საყვარელი საქმიანობა არ არის, უკვე რამდენიმე შეხვედრაა, უმრავლესობის წევრებს ვცდილობთ, ავუხსნათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელისუფლება უნდა გამოდიოდეს გამაერთიანებელი ინიციატივებით,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

საკრებულოში სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის საკითხს განიხილავდნენ. აღნიშნული კომისიის სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.

„გამოსვლა ისეთი ინიციატივით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ასიათასობით ადამიანს და ქვეყნის ისტორიულ წარსულს, დაუშვებელია. „ვარდების რევოლუციამ“ ძალიან ბევრი რამ შეცვალა დადებისთისკენ და საქართველო წინ წასწია,“ – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილის თქმით, ყოველი ასეთი ვიწროპარტიული ინიციატივა დროებითია და ყოველი შემდგომი ხელისუფლება გადახედავს იმ ნაბიჯებს, რომელსაც უმრავლესობა ახლა დგამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები