LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელები შორს ნაზისგან!” – რომან გოცირიძე

89
რომან გოცირიძე

თამარ ჩუგოშვილს სიკეთის გაკეთება უნდოდა და ბოროტება გამოსდის, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

„ნაზი ჯანეზაშვილი რატომ უნდა გამოვიწვიოთ? უნდა ეთქვა, რომ გამოვიწვიოთ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ კლანურ სასამართლო მმართველობას. მაშინ ანა დოლიძეც რომ გამოიწვიოს პრეზიდენტმა?“ – განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის გარეშე კლანს „ოქროს ხანა“ დაუდგება.

“ოქროს ხანა“ დაუდგება ამ კლანს დოლიძისა და ჯანეზაშვილის გარეშე. გადაწყვეტილება იქნებოდა ლოგიკური, რომ პერსონალურად, ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით. ვერასდროს ამ ახალი კონსტორუციის ქვორუმით და ამ პარლამენტის პირობებში ნაზი ჯანეზაშვილი ან მსგავსი პრინციპული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ დაბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში. მივიღებთ გაცილებით უარესს, ვიდრე არის დღეს. თანახმა ვართ, გამოიწვიონ ოთხი, მაგრამ ხელები შორს ნაზისაგან,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამ კონტექსტში ჩუგოშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ პარლამენტის მიერ შეყვანილი წევრების მხარდაჭერითა და ხმებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები