LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება – კალანდიას ძმა

157
BeFunky-collage (3)

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია მოსამართლეს პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზაზა სარალიძის მოსალოდნელი განაწყენება და აქციები თავიდან აირიდა და სწორედ ამიტომ, მოსამართლემ მის ძმას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

“დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, რადგან თავიდან აირიდა ზაზა სარალიძის განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მაგრამ ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას. მიხეილ კალანდიას თავის სიტყვაში მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი იბრძოლებს ბოლომდე. ჩემი ძმა იბრძოლებს ბოლომდე. ჩვენ სამართლიანობას მივაღწევთ ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ.

"ხელს თუ არ მოვაწერდით, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ"

მიხეილ კალანდიას ძმა სამართალდამცავებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

მისივე თქმით,  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“პროკურატურა მმართველი პარტიის მიერ იმართება. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, თუ შედეგი არ ექნება, შემდეგ სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს და სამართლიანობას აღვადგენთ, დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას 11 წელი მიუსაჯეს

მოსამართლემ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მას საბოლოო სასჯელად 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის მიხეილ კალანდია დამნაშავედ სცნეს. მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მას საბოლოო სასჯელად 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები