LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა

379
BeFunky-collage

ქალაქ ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა. ინფორმაციას გამოცემა “უნიანი” ავრცელებს ქალაქის მერზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ყველა მხარეს რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკაა.

ქალაქის მერის თქმით, ხერსონის შესასვლელებთან რუსულმა არმიამ საგუშაგოები ააგო.

“ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ ახლა მე ჩემს ოფისში ვარ და კოორდინაციას ვუწევ საქალაქო სამსახურების მუშაობას, რათა დილით გაიღვიძოთ შედარებით მშვიდ ქალაქში”, — წერს ფეისბუქზე ქალაქის მერი.

პენტაგონი: საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g