LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონი: საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

184
პეგანტგონი

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები გასული დღის განმავლობაში წინ 5 კილომეტრით წაივიდნენ და ახლა კიევიდან 25 კილომეტრის მოშორებით არიან. მათივე ცნობით, ფიქრობენ, რომ ოკუპანტები მომდევნო რამდენიმე დღეში შეეცდებიან, კიევს სხვადასხვა მიმართულებიდან ალყა შემოარტყან.

ცნობისთვის, მედიაში რუსული კოლონის ფოტომასალა გავრცელდა, რომელიც უკრაინის დედაქალათან ახლოს სატელიტმა გადაიღო.

კადრებში ჩანს, რომ საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: Maxar
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g