LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე ბანერი – Free Misha გაშალეს

141
Untitled design (2)

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომაზე გაშალეს ბანერი, რომელზეც Free Misha ეწერა.

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე საუბრის დროს საკრებულოში ერთმანეთს სიტყვიერად ენმ-ის წევრი ზვიად კუპრავა და უმრავლესობის წარმომადგენელი – ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.

როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან კანონის წინაზე პასუხი უნდა აგოს – „უზრდელი ხართ და არ მოგეცემათ უფლება, რომ ისაუბროთ“, – უთხრა გრიგოლიამ კუპრავას.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციის ჩავარდნისთანავე, მისმა ავტორებმა ახალი სპეცოპერაცია – „ფრი მიშა“ წამოიწყეს – „ხალხის ძალა“

დღეიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

ალასანია – ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ვერაფერს მოვუწოდებ

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები