LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია – ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, ვერაფერს მოვუწოდებ

211
გიული ალას

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესების გაჭიანურება არაფრით არ შეიძლება.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

„ძალიან გაჭიანურდა პროცესები. მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არანაირად არ იძლევა. იმედი გვქონდა, ერთიანად, ზედიზედ ჩატარდებოდა პროცესები. საჭიროების შემთხვევაში, ასე ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ ჩვენ სულ სხვა შედეგს ველოდებოდით. ცუდადაა ადამიანი, კარგად რომ იყოს, ხომ არ ავტეხდით ამხელა ამბავს. როცა ჯერ კიდევ პროცესი გრძელდებოდა, სააკაშვილის სანახავად ვიყავი. არ ვიცოდი, რომ მომდევნო პროცესი 29-ში დაინიშნა. ეს ფაქტი ძალიან არ მომეწონა, რადგან არაფრით არ შეიძლება ამის გაწელვა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ხომ არის დიაგნოზები, რაც საჭიროა და რატომ არ უნდა დავუჯეროთ.

აბა, ვის უნდა დავუჯეროთ. გუშინ პროცესზე შეუძლოდ გახდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მცირე ემოციური დისკომფორტი როცა ექმნება ადამიანს, ეწევა წნევა. ღვთის მადლით, სასამართლოსთან არ მქონია ურთიერთობა, ეს პირველი შემთხვევაა. არ ვიცი, რა წესებია, რის უფლებას იძლევა და რისას – არა. ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო. ამიტომ ვფიქრობთ, როცა საჭიროება მოითხოვს, დაჩქარდეს პროცესები. შემდგომი ეტაპი შეიძლება, აღარ იყოს, ისეთია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საკითხს, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

„არ ვიცი, ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტია. ვერაფერს მოვუწოდებ. პრეზიდენტი ის არის, იცის თავისი უფლებები, მოვალეობები და თავისი მორალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სააკაშვილზე.

„უკრაინა ძალიან გააქტიურდა. უკრაინულ არხზე იყო სიუჟეტი ჩემს შვილზე. ესე იგი, მთელი მსოფლიოს ყურადღება არის ჩემს შვილზე. უკრაინულ ენაზე უნდოდა მიემართა თავისი თანამოქალაქეებისთვის. მოგეხსენებათ, ჩემი შვილი დღეს არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა მას არ აქვს. იმის მეოთხედი არ გაუკეთებია უკრაინაში, რაც აქ გააკეთა, მაგრამ რა შედეგიც მივიღეთ, ხედავთ. ისინი უფასებენ და ზელენსკის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. განცხადების გარეშეც, მე ვიცი, რომ ზელენსკი მუდმივად ამაზე ფიქრობს და ზრუნავს, სხვა დანარჩენი თანამდებობის პირებიც უკრაინაში. არაფერს არ ველოდები, როცა დავინახავ შედეგს, მხოლოდ შემდეგ შემიძლია, რაღაცაზე ვილაპარაკო. ყველაფრის იმედი მაქვს, მაგრამ ვიდრე არ დავინახავ შედეგს, ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამავე თემაზე:

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას

მარგველაშვილი: ქართული სახელმწიფოს მიერ სააკაშვილის წამება რუსეთის ერთადერთი წარმატებაა, რომელიც მას ბოლო პერიოდში აქვს

“გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას” – მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე

ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციები დაიწყება

ვიდეო: “მიხეილ სააკაშვილი არ სიმულირებს, სასიკვდილოდ ავადაა, შეიძლება ვერც მიაღწიოს სასამართლოს ბოლომდე” – გოლდსმიტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g