LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა რეაქცია ჰქონდა ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას

304
სალომე ზურაბიშვილი საააკაშვილი

რა რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნახვისას. ამ თემით „ტვ პირველი“ დაინტერესდა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ რა რეაქცია გქონდათ? საკმარისად ავად არის მესამე პრეზიდენტი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენ 22 დეკემბერს ელოდებოდით, არ აპირებთ მის შეწყალებას“?. – „ტვ პირველის“ ეს კითხვები  უპასუხოდ დატოვა ქვეყნის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა  გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად, ტვირთად აწევს და დააწვება სააკაშვილის წამება პირდაპირ ეთერში.. ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს“ – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება სააკაშვილის პროცესზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები