LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სასამართლოში – დონაძე, ფირცხალავა, მიქაძე და იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

48394013_1138391016338966_6873258304345210880_n

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

როგორც ცნობილია, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.

ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.