LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: „ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, სისტემის ინტერესებშია“

461
Untitled design (1)

„ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც „წარმატებით“ შეახოცავს ხელს მორიგ „განტევების ვაცს“ და ამით დაასრულებს ამ თემას“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?…მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მაღალი ალბათობით, შს მინისტრი – ვახტანგ გომელაური საერთოდ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

„საზოგადოება, რომელიც ასეთ იაფფასიან ანკესზე ეგება, იმსახურებს იმას, რაც აქვს…

მაღალი ალბათობით, გომელაური საერთოდ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც 20 ივნისს გახარიას არ მიუღია გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

მაგრამ სისტემა არასოდეს არის დაინტერესებული რეალური დამნაშავის გამოვლენაში. ის საზოგადოებას უგდებს საჯიჯგნად ვიღაცას და ამით ინარჩუნებს მდგრადობას. საზოგადოებაც ამას სიამოვნებით ყლაპავს.

გასაგებია, რომ ახლა დაიწყებენ უკვე ჩემთან კითხვებს, რომ ვიცავ გახარიას, გომელაურს და ა.შ.
მე არ ვამბობ, რომ მათ არა აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობის. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ „თვალთხარია“ გახარია კი არ არის, არის მთლიანად მანკიერი სისტემა, რომლის მხოლოდ ერთი კომპონენტი იყო და არის შს მინისტრი…“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში……

Posted by Gia Khukhashvili on კვირა, 13 აგვისტო, 2023

 

შს მინისტრი შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

“მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ” – შს მინისტრი სტიქიის ზონაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა

ვახტანგ გომელაური – ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი – ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა

ვახტანგ გომელაური – ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა,დაჯდე და უცებ გავარდე – ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ

“ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული” – ხაზარაძე გომელაურს პასუხობს

ვახტანგ გომელაური – რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი – შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი

magti 5g