LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული” – ხაზარაძე გომელაურს პასუხობს

353
fot (1)

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის კომენტარს, რომლის თანახმად, არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვიდეომიმართვით ეხმაურება.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება შოვში, რომელიც იყო ტიპური რუსული მენტალობის, რუსული მმართველის და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსი განცხადება, ეს იყო ცინიზმით სავსე, ეს იყო პრაქტიკულად მთელი ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა, ადამიანის, როგორც ასეთის უგულებელყოფა და ტყუილებით სავსე განცხადება. ის, რომ ვერტმფრენი ველოსიპედი არ არის ეს საქართველოს მოსახლეობამ და თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ამავე დროს, თუ ღამის ფრენის საშუალებები გაქვთ და არ იყენებთ, ეს არის დანაშაული. ამიტომ, ამ რუსულ მმართველობას თავის მინისტრებიანად უნდა დავუსვათ წერტილი! ამ საქმეს რაც შოვში მოხდა, სჭირდება საკმაოდ სერიოზული გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი ამ რუსული მენტალობის მატარებელი მმართველების ჩამოშორება ამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან“, – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

ვახტანგ გომელაური – ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში, ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა,დაჯდე და უცებ გავარდე – ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g